კიევმა ტაძრებში ჩატარებულ ოპერაციებზე განმარტება გააკეთა - ვიდეო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს კიევ-პეჩერის ლავრაში, ასევე ცენტრალური და დასავლეთ უკრაინის ეკლესიებში
Sputnik
კიევი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ტაძარში ადგილობრივ სასულიერო პირებს აღმოაჩნდათ რუსული პასპორტები, რომლებიც 2022 წელს მიიღეს.
სპეცსამსახურებმა ასევე აღმოაჩინეს... „პრორუსული ლიტერატურა“ და „რუსეთისათვის ლოცვებისა და საგალობლების ტექსტები“
მათ ეს და სხვა მოგონილი მიზეზები გამოიყენეს ტაძრებში ჩხრეკის ჩატარების მიზეზად.
ეკლესიის მოწინააღმდეგეებს აქეზებენ, ხოლო მათ სულიერ მამებს ადანაშაულებენ „პრორუსულ საქმიანობაში“.