თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბიშკეკის სამიტზე 15 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების − რუსეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და სომხეთის ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს შორისაა:
გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე;
გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ 2023 წლისთვის;
გადაწყვეტილება „მომსახურებების იმ სექტორების (ქვესექტორების) ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებშიც მომსახურების ერთიანი ბაზარი მოქმედებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში“;
გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ და სხვ.
ორგანიზაციის უმაღლესი დონის შეხვედრა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: ვლადიმირ პუტინი, ნიკოლ ფაშინიანი, ალექსანდრ ლუკაშენკო, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, სადირ ჟაპაროვი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი.