მსოფლიო დღეს

CNN: ბუტისა და გრინერის გაცვლის პირობები პირადად პუტინს ეკუთვნის

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრინერისა და რუსი ვიქტორ ბუტის გაცვლის პირობები პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ იყო წამოყენებული, წერს CNN ამერიკელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებების დროს რუსი ჩინოვნიკები ბუტის მხოლოდ გრინერზე გაცვლას თანხმდებოდნენ და საუბარიც არ სურდათ 2018 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ საზღვაო ქვეით პოლ უილანზე, რომელსაც რუსულმა სასამართლომ 16 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

„სამთავრობო არხებით მოლაპარაკებებისას რუსმა ჩინოვნიკებმა ნათლად მიანიშნეს ამერიკელ კოლეგებს, რომ ისინი გაათავისუფლებდნენ გრინერს, მხოლოდ და მხოლოდ გრინერს, რუსი იარაღით მოვაჭრის გათავისუფლების სანაცვლოდ. გამომდინარე ამ საკითხის უკიდურესად მაღალი დონიდან, აშკარა იყო, რომ ეს პირობები პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ იყო წამოყენებული“, − განუცხადა CNN-ს ანონიმმა წყარომ.

მისი თქმით, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო „ბრიტნი გრინერის პირდაპირ ახლა შინ დაბრუნებასა და საერთოდ არავის დაბრუნებას შორის“.
ბრიტი გრინერი
ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში იხდიდა 25-წლიან ვადას ამერიკის მოქალაქის მკვლელობის მიზნით შეთქმულებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით. საპატიმროში მან თითქმის 15 წელი გაატარა.
ბრიტნი გრინერი 2022 წლის თებერვალში დააკავეს რუსეთში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში. მას 0,7 გრამი ჰაშიშის კონტრაბანდა დასდეს ბრალად და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ვიქტორ ბუტისა და ბრიტნი გრინერის გაცვლა 8 დეკემბერს შედგა საუდის არაბეთში.