დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ აინთო

დღესვე დედაქალაქის სხვადასხვა უბნები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ აინთო.
ახალი წლის მთავარი სიმბოლოს ანთების ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. ნაძვისხის ანთებას წინ კონცერტი უძღოდა, რომელიც ცერემონიის შემდეგაც გაგრძელდა. ქართული ესტრადის წარმომადგენლები მსმენელის წინაშე 15-ზე მეტი მუსიკალური ნომრით წარდგნენ.
საახალწლო ილუმინაციები
დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთების ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. მან თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მოსახლეობას მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
„სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე
წელს თბილისის მერიამ ახალი საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვისხის შეძენაზე უარი განაცხადა. დედაქალაქის საახალწლო ილუმინაციებით მორთვა ნოემბერში დაიწყო.
საახალწლო ილუმინაციები
დღესვე დედაქალაქის სხვადასხვა უბნები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.