ფერმერებმა აგრობარათით 35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი შეიძინეს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 10 მაისიდან ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35.752.914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო.
მიმდინარე წლის 10 მაისიდან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სუბსიდია მიიღო 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.
პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტი სპეციალიზებული მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა შეეძლოთ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს