მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა

მეოთხედფინალური შეხვედრები კატარში ორ დღეში დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში მერვედფინალური თამაშები დასრულდა.
მეოთხედფინალის საგზური გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა მიიღო, რომელმაც შვეიცარიის ნაკრები ანგარიშით 6:1 გაანადგურა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნაკრების კაპიტანი, ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, ხოლო მისმა შემცვლელმა გონსალუ რამუშმა სამი გოლი გაიტანა.
მეოთხედფინალის წყვილები:
ხორვატია–ბრაზილია (თამაში - 9 დეკემბერს)
ნიდერლანდი–არგენტინა (10 დეკემბერს)
მაროკო–პორტუგალია (10 დეკემბრს)
ინგლისი–საფრანგეთი (11 დეკემბერს).
აღნიშნულ პირველ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან 14 დეკემბერს 01:00 საათზე, ხოლო მეორე წყვილებში გამარჯვებულები – 15 დეკემბერს 01:00 საათზე.
ნახევარფინალში დამარცხებულები მესამე ადგილისთვის 17 დეკემბერს 21:00 საათზე იბრძოლებენ, ხოლო ფინალი 18 დეკემბრის 21:00 საათზე დაიწყება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს