გარბენები სანტა-კლაუსის კოსტიუმებით ევროპაში - ფოტო

ევროპაში სანტა-კლაუსების ყოველწლიური გარბენები გაიმართა.
Sputnik
შობისა და ახალი წლის განწყობა ნელ-ნელა ისადგურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ევროპაში სანტა-კლაუსების ტრადიციული გარბენები გაიმართა. სანტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ელფები და შინაური ცხოველები.
გარბენის წყალობით დაახლოებით 500 გაჭირვებული ოჯახი მიიღებს საშობაო საჩუქრებსა და სადღესასწაულო ვახშამს. ასევე გამომუშავებული თანხის ნაწილი მიიმართება კიბოს კვლევის ორგანიზაციის ფონდში.
1 / 12

გერმანიის ქალაქ მიჰენდორფის მკვიდრებმა სანტა-კლაუსის ფორმებით მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ საშობაო გარბენში

2 / 12

საქველმოქმედო ღონისძიება ტურინშიც გაიმართა

3 / 12

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა სნეულ ბავშვთა ფონდის დასახმარებლად

4 / 12

სანტა-კლაუსები ბუდაპეშტის ცენტრში საქველმოქმედო აქციაზე

5 / 12

მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს, მთავარია კოსტიუმის მორგება

6 / 12

ყოველწლიური ხუთკილომეტრიანი გარბენი გაიმართა ლივერპულშიც

7 / 12

ღონისძიებაში მონაწილეობენ შინაური ცხოველებიც

8 / 12

ლივერპულში მედოლეები ახალისებენ მორბენლებს, რომლებიც ფინიშის ხაზს უახლოვდებიან

9 / 12

გერმანელი წმინდა ნიკოლაუსი, რომელიც ეპისკოპოსს ჰგავს

10 / 12

ქალაქში გავლისას სანტები თანხებს აგროვებენ საბავშვო საავადმყოფოებისთვის

11 / 12

ბევრი მორბენალი სანტას კოსტიუმის ქვეშ ლურჯ მაისურს იცვამს. ისინი საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ ქომაგები არიან, ხოლო წითელი ფერი მათი მოწინააღმდეგის - „ლივერპულის“ ფერია

12 / 12

სანტა-კლაუსების ლივერპულის გარბენი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანია. მასში დაახლოებით 5.500 მორბენალი მონაწილეობს