ქუთაისში უცნობმა პირებმა პოლიციის შენობასთან მდებარე ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქალაქ ქუთაისში უცნობმა პირებმა გაძარცვეს ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გრიშაშვილის ქუჩაზე მოხდა. სამშაბათს, დილით მაღაზიის მფლობელმა აღმოაჩინა, რომ ობიექტის კარი ღია იყო, ტანსაცმელი ძირს ეყარა, ხოლო პირადი ნივთები მაგიდის უჯრაში აღარ იყო.
ამის შემდეგ მაღაზიის მფლობელმა პოლიციას მიმართა.
წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს