ქართველების სისხლიანი დაპირისპირება ნიუ-იორკში მსხვერპლით დასრულდა

ინციდენტის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ქართველების კრიმინალური დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა – მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს დაედევნა ასევე საქართველოს სამი მოქალაქე. ბოროტმოქმედებს მათთვის ფულის წართმევა უნდოდათ. მათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 45 წლის მამაკაცი. მას მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს