მარიამ ბიგვავა „საბავშვო ევროვიზია 2022"-ზე მერვე ნომრით წარდგება

„საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2022“ საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა.
ბიგვავა კონკურსზე შეასრულებს სიმღერას I Belive. სიმღერის მუსიკის ავტორია გიგა კუხიანიძე, ტექსტი კი ბენი ქადაგიძეს და ირუ ხეჩანოვს ეკუთვნით.
„საბავშვო ევროვიზია 2022“-ის (Junior Eurovision Song Contest 2022) საიუბილეო, მეოცე კონკურსი ერევანში11 დეკემბერს გაიმართება.
"საბავშვო ევროვიზიაზე" მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით წარდგება
ზედიზედ მეხუთე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.