IJF-ს განახლებული რეიტინგი - ლაშა ბექაური დაწინაურდა

რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში -90 კგ წონით კატეგორიაში სამი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მეხუთე ადგილზეა.
რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემის ტურნირზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის წყალობით შეძლო.
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და წელი 4 ათასი ქულით დაასრულა.
გარდა ამისა, რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა, იგი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 4.945 ქულით მეორე ადგილზეა. ლუკა მაისურაძე კი ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მაისურაძის ანგარიშზე 3.975 სარეიტინგო ქულაა.
-90 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი უზბეკი დავლათ ბობონოვია, რომლის ანგარიშზეც 5.650 ქულაა.