ზემო ლარსი დღეს: გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე უამინდობამ პრობლემები შექმნა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სინოპტიკოსები საქართველოში ამ კვირაში ცივ ამინდსა და თოვლს პროგნოზირებენ. ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს