ზემო ლარსი დღეს: გზაზე შეზღუდვა მოიხსნა

დღეს, დილით გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ორშაბათს, დილით თოვისა და ლიპყინულის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსები საქართველოში ამ კვირაში ცივ ამინდსა და თოვლს პროგნოზირებენ. ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს