რამდენი იქნება საქართველოს სახელმწიფო ვალი მომავალ წელს?

საქართველოს ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქვს.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის მაქსიმალური ოდენობა 31,6 მილიარდი ლარი იქნება, ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
სახელმწიფო ვალის დიდ ნაწილს – 73,3%-ს შეადგენს საგარეო ვალი 23,1 მლრდ ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ვალის დიდი ნაწილი დონორებისა და პარტნიორებისგან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებულ სესხებზე მოდის. საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების ვალი ჯამში 16,4 მლრდ ლარს შეადგენს.

საქართველოს ყველაზე მეტი დავალიანება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ: აზიის განვითარების ბანკის – 5,9 მლრდ, მსოფლიო ბანკის – 5,5 მლრდ და ევროპის საინვესტიციო ბანკის – 2,7 მლრდ.
დანარჩენი თანხა ცალკეული ქვეყნების ვალია. სესხის მოცულობით ლიდერობენ საფრანგეთი (2,1 მლრდ), გერმანია (1,7 მლრდ) და იაპონია (382,3 მლნ).
იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში, რომელთა ვალიც აქვს საქართველოს, შედიან ქუვეითი – ვალი 60 მლნ ევრო და რუსეთი – 41,3 მლნ ლარი.
საქართველოს ასევე აქვს ვალი მეზობელი ქვეყნების – თურქეთის (11,8 მლნ), აზერბაიჯანის (6 მლნ) და სომხეთის (5,3 მლნ).