რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბოტ-ფერმების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გამოძიებამ სპეცოპერაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებული 40 წლის კოლუმბიელის საქმეზე ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინა სამალავი, რომელშიც ტელეფონები ინახებოდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
არსებული ცნობით, აღნიშნულ ტელეფონებს ამერიკელები ინფორმაციის გასაგზავნად იყენებდნენ.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, შემოწმებისას დადგინდა, რომ მასობრივი გაგზავნისთვის სმარტფონების სპეციალური ბოტ-ფერმები გამოიყენებოდა. ასეთი ბოტ-ფერმა კოლუმბიის მოქალაქეს მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე სპორტული კლუბის გასახდელში ჰქონდა დამალული. ოპერატიულ ვიდეოზე ასახული წელის ჩანთის ამოღება, რომელშიც რამდენიმე სმარტფონი იყო დამალული.
კურატორები ხალხმრავალი ადგილების მოძებნას მოითხოვდნენ, რათა სხვადასხვა ტელეფონებიდან გაგზავნილი მონაცემების ნაკადი ძალიან დიდი ყოფილიყო“, — განმარტა დაკავებულმა კოლუმბიელმა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, რომელმაც უკვე დაასრულა საქმის გამოძიება, ბრალდებულმა უკვე აღიარა დანაშაული და თანამზრახველებიც დაასახელა, რომლებიც საზღვარგარეთიდან აძლევდნენ მითითებებს.
გავრცელებული ცნობით, სარაი აპრილში დააკავეს. ის პირველი უცხოელია, რომელიც მსგავსი საქმის ფიგურანტი გახდა.
კოლუმბიელს ბრალად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმეში მთელი ჯგუფი იყო ჩართული. როგორც გამოძიება აცხადებს, იმავე ჯგუფმა ასეთი სქემა 2020 წელსაც გამოიყენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის სიმულაციისთვის.
საგამოძიებოი კომიტეტის ცნობით, ბრალდებულები სპეციალურ ბოტ-ფერმებს იყენებდნენ სმარტფონებიდან, რომელთა მეშვეობითაც დისტანციურად უგზავნიდნენ „რუსი ოპერატორების აბონენტებს ფეიკურ სიახლეებს უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ“. თავად ჟირალდო სარაის ამოცანა სმარტფონების შეძენა, მათი გამართვა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება იყო.