რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: ამერიკელებმა რუსეთის არჩევნებში ჩარევის იმიტაცია მოახდინეს

Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელებმა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საიმიტაციოდ, რუსეთში შექმნილი ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნეს ტრამპის შესახებ ტექსტების მომზადების „დავალებები“, იუწყება საინფორმაციო სააგანტი „რია ნოვისტი“.
როგორც სააგენტო წერს, ეს ფაქტი კოლუმბიის მოქალაქის მიერ მოსკოვში შექმნილი ბოტ-ფერმის საქმის გამოძიებაზე მუშაობის დროს გამოვლინდა.
გამოძიების თანახმად, ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაის ბოტ-ფერმამ ინსტრუქციები დაგზავნა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით და ასევე რუს და უცხოელ მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის სიმულაცია მოახდინა, რომლის მიზანიც ინტერნეტში პროპაგანდისტული აქტივობების ორგანიზება იყო აშშ-ის უსაფრთხოების საზიანოდ.
გარდა ამისა, 2020 წლის ივლისში, ალბერტო სარაის ერთ-ერთი ტელეფონიდან მორიგი დისტანციური სესიის დროს, დარეგისტრირდა კიდევ ორი ​​ელექტრონული ფოსტის მისამართი, საიდანაც გაიგზავნა შეტყობინებები IT- ტექნოლოგიების სფეროსთან დაკავშირებულ სამუშაოებზე კანდიდატების დაქირავების თემაზე.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ კოლუმბიის მოქალაქე ჟირალდო სარაის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაასრულა. მას ბრალად ედება განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ, დ“ პუნქტები).
გამოძიების ინფორმაციით, სარაი, საზღვარგარეთიდან მიღებული მითითებით, ფულადი ანაზღაურების საფასურად, ფეიკურ სიახლეებს ავრცელებდა მასობრივად. ამ საქმეზე მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც დისტანციურად მართავდნენ მობილურ მოწყობილობებსდა შეტყობინებებს თითქოს რუსეთის რეალური მოქალაქეების სახელით აგზავნიდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე ჯგუფმა იგივე სქემა გამოიყენა, რათა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა და რუსეთის არჩევნებში ჩარევის სიმულაცია მოეხდინა.