თბილისში ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართება

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მთაწმინდაზე, კლუბ Underwheel Club-ში ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
ცქრიალა ღვინო
რეგისტრაციისათვის მსურველებმა უნდა მიწერონ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება. რეგისტრაცია დასრულდება 16 დეკემბერს. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.