რუსეთში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

დაახლოებით 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. რუსეთში, ქალაქ ნიჟნევარტოვსკში (ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი) ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა.
აფეთქება კვირას საღამოს მოხდა. ხუთსართულიანი სახლის მეორე და მესამე სართულები ნაწილობრივ ჩამოინგრა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, 4 ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე გადაუდებელი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. მოსალოდნელია, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან.