თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებულმა, რაგბის პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ 2022 წლის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანეთის „იბერიანსი“ გაანადგურა.
თამაში ანგარიშით 41:9 დასრულდა. „შავი ლომი“ სუპერთასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გახდება „ლუზიტანუშის“ (პორტუგალია) და „თელ-ავივ ჰიტსის“ წყვილის გამარჯვებული.
ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“
© Georgia national rugby union / Black Lion
ევროპის სუპერთასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი ოქტომბერში დასრულდა. „შავი ლომი“ 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა და ამით ნახევარფინალის შინ ჩატარების უფლება მოიპოვა.
ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“
© courtesy of Black Lion
„შავ ლომს“ ესპანელებთან მატჩის გამართვა დანაკარგებით მოუწია. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი.