თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთში ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ტურნირის ნახევარფინალში ხეცურიანმა უკრაინელი ოლგა ესინა ანგარიშით 15:2 დაამარცხა. ფინალში კი მან იგივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა.
ამავე დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან უნგრელ ამარელა ვერესს 15:3 მოუგო და კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მანამდე თიბილაშვილმა ვარშავაში ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღეს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.