ძიუდო: ლაშა ბექაურმა ტოკიოში დიდი სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო

ბექაურმა 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი მაშუ ბეიკერი დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ბექაური ტოკიოს დიდი სლემის ტურნირზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბექაურმა 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი მაშუ ბეიკერი (Mashu Baker) დაამარცხა.
ტოკიოს დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, 2022 წლის 20 დეკემბერს იერუსალიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი - ძიუდოს მასტერსი (Judo Masters) გაიმართება.