როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3 დეკემბერს

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში იწვიმებს და მოთოვს
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 დეკემბერს ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ქალაქებში ამინდის პროგნოზი ასეთია:
ზუგდიდი +10, წვიმა
მესტია +6, წვიმა
ფოთი +11, წვიმა
ბათუმი +14, წვიმა
ოზურგეთი +12, წვიმა
ქუთაისი +9, წვიმა
ამბროლაური +8, წვიმა
ახალციხე +9 წვიმა
ბორჯომი +6, წვიმა
ბაკურიანი +1, თოვლი
გორი +5, წვიმა
სტეფანწმინდა +1, თოვლი
გუდაური -4, თოვლი
თელავი +3, წვიმა
რუსთავი +5, წვიმა.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები დედაქალაქში ღრუბლიან ამინდს და წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +2 გრადუსი იქნება, დღისით ჰაერი 4 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე 8-13 მ/წმ. თბილისში მზის ჩასვლა 17:31 საათზე იქნება.