თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იმოქმედებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, ამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის, ნისლის და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი