თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართული ფოლკლორული როკ-ჯგუფი „მგზავრები" ბათუმში (3 დეკემბერს) და თბილისში (10 დეკემბერს) სოლო-კონცერტებს გამართავს.
პოპულარული მუსიკოსები გამოვლენ ბათუმის „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე 19:00 საათზე, ხოლო თბილისში, კლუბ „რესპუბლიკაში“ – 21:00 საათზე.
ჯგუფი „მგზავრები“
© courtesy of Mgzavrebi Band
ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმები, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.
ჯგუფი ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.