გურიაში ხანდაზმული ქალი სახლში ყელის არეში მიყენებული დაზიანებებით იპოვეს

დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში ყელის არეში მიყენებული დაზიანებებით იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.