მსოფლიო დღეს

აშშ-ში უახლესი სტრატეგიული ბომბდამშენი წარადგინეს - ვიდეო

თვითმფრინავისთვის, რომელიც მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის შეუმჩნეველი დარჩება, ხელმისაწვდომია პლანეტის ნებისმიერი წერტილი, აცხადებენ შემქმნელები
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთმა მოწინავე კონტრაქტორმა კომპანია Northrop Grumman-მა წარადგინა ახალი სტრატეგიული ბომბდამშენი B-21 Raider – ის „სტელსის“ სისტემით არის აღჭურვილი.
თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ამ მოვლენას ისტორიული უწოდა. მწარმოებელი ბომბდამშენს პოზიციონირებს როგორც მეექვსე თაობის მსოფლიოში ერთადერთ თვითმფრინავს.
შემქმნელების ინფორმაციით, B-21 Raider მიაღწევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს, იქნება აღჭურვილი ბირთვული და არაბირთვული შეიარაღებით, „სტელსის“ გაუმჯობესებული ტექნოლოგიის წყალობით გადალახავს ყველაზე მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში საზოგადოებას წარედგინება მსგავსი მოდელის უპილოტო მოდიფიკაციები.
გარდა ამისა, მსგავსი ტიპის კიდევ ხუთი ბომბდამშენი წარმოების სხვადასხვა სტადიაზეა. სამხედროები საუბრობენ, რომ იგეგმება სულ მცირე ასი ასეთი თვითმფრინავის შეძენა. პენტაგონმა 2023 წლიდან 2027 წლამდე B-21 პროგრამისთვის 19 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯავშნა.