სიღნაღის ისტორიული თაღის დაზიანება - მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს

სიღნაღის თაღი უდიდესი ისტორიული ძეგლის – ქალაქის გალავნის ნაწილია და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტრაილერის მძღოლი, რომელიც სიღნაღში ისტორიულ თაღს შეეჯახა, 250 ლარით დააჯარიმეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ოთხშაბათ–ხუთშაბათის ღამეს მოხდა. თაღის აღდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება.
სიღნაღის თაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქალაქის გალავნის ნაწილია, რომელიც, ისტორიკოსების ცნობით, ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით 1762 წელს აშენდა.
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გალავნის სიგრძეა 4,5 კილომეტრი. გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს