საქართველოში ქალებისადმი მიძღვნილი კინოფესტივალი იმართება

ფესტივალი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ორდღიანი კინოფესტივალი „კონა“, რომელიც ქალ კინემატოგრაფისტებსა და მათ ფილმებს ეძღვნება, 2 და 3 დეკემბერს გაიმართება.
ფესტივალზე წარდგენილი იქნება რეჟისორების ქეთი მაჭავარიანის, ლანა ღოღობერიძის, ნინო გოგუას და ნანა ექვთიმიშვილის ფილმები.
ჩვენებები გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
2 დეკემბერს ჩვენებები ტექნოპარკ „კასპში“, 3 დეკემბერს კი სოფელ ქვემო ჭალის კულტურის სახლში გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
2 დეკემბერი, ტექნოპარკი „კასპი“
14:00 – კინოფესტივალის გახსნა
14:30 – ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი „მზიური“
15:45 – რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან შეხვედრა
17:00 – ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
3 დეკემბერი, ქვემო ჭალის კულტურის სახლი
14:00 – ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი „დღე და ღამე“
15:00 – რეჟისორ ნინო გოგუასთან შეხვედრა
16:30 – ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“
კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.