ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები ახლო მომავალში რუსული ჯარის დიდი შეტევის დაწყებას პროგნოზირებენ. ევროპაში ნატოს ძალების ყოფილმა სარდალმა უესლი კლარკმა გუშინ ასე შეაფასა რუსეთის ოპერატიული დაჯგუფების მოქმედება: „თუ ისინი ბახმუტს აიღებენ, ეს გახსნის კარს კრამატორსკისკენ, სლავიანსკისკენ და ერთგვარი პლაცდარმი გახდება უკრაინის ძალების გასატეხად. უკრაინელები დიდ დანაკარგს განიცდიან. ეს ხორცსაკეპია!“
გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა მარკ ჰერტლინგმა 30 ნოემბერს კრიტიკულად შეაფასა კიევის „გადაჭარბებული ოპტიმიზმი“ ხერსონის აღების შემდეგ.
პენტაგონის თავკაცის ყოფილი მრჩეველი დუგლას მაკგრეგორი ფიქრობს, რომ რუსეთის ჯარი იწყებს მსხვილ შემტევ ოპერაციას მთელ ბრძოლის ველზე 10-დან 19 დეკემბრამდე პერიოდში, როდესაც მიწა გაიყინება და გაჩნდება ჯავშანტექნიკის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა.
ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ყოფილმა უფროსმა დევიდ პეტრეუსმა ისაუბრა ბირთვული ომის ალბათობაზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სერიოზული შეცდომების შედეგად. შესაძლოა არმაგედონის თავიდან აცილება, თუმცა ამერიკა და ევროპა თანაბრად ჩქარობენ მსოფლიოს დანგრევას.
„ბახმუტის ხორცსაკეპი“
რუსეთის ჯარმა დონბასში დეკემბრის დასაწყისისთვის საგრძნობლად წაიწია წინ არტიომოვსკის მიმართულებით. გაზეთმა The New York Times-მა არტიომოვსკს უწოდა „სისხლიანი მორევი“ და „სცენა პირველი მსოფლიო ომიდან“.
უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის უბრძანა ბახმუტის დაცვა ბოლომდე.
უკრაინის შემოდგომის მცდელობა, ხელში ჩაეგდოთ ინიციატივა სპეცოპერაციის მსვლელობისას, ჩაიშალა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით რუსეთის ჯარის შეტევის შედეგად 30 ნოემბერს დაკავებულია ბელოგოროვკის, პერშეს ტრავნიას და ანდრეევკას დასახლებული პუნქტები.
ერთ დღეში დონეცკის, კუპიანსკისა და კრასნო-ლიმანსკის მიმართულებით განადგურებულია 9 ტანკი, 18 საბრძოლო მანქანა, 5 უპილოტო აპარატი, 12 ამერიკული HIMARS.
ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალი The American Conservative ნოემბრის ბოლოს წერდა, რომ რუსეთის ახალ ძალებს დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით ცოტა რამ აქვთ საერთო სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას არსებულ დაჯგუფებასთან: „540.000 რუსი სამხედრო მოსამსახურე... ძალები ზრდას განაგრძობს და მოიცავს რეაქტიული არტილერიის 1000 სისტემას, ათასობით ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტას, ფრთოსან რაკეტებს და უპილოტოებს, 5000 საბრძოლო ჯავშანმანქანას, 1500 ტანკს, ასობით მართულ ბომბდამშენს, მოიერიშეს და ვერტმფრენს“.
მეორე მხრივ, 19FortyFive-ის მონაცემებით, ნატოს არსენალებში არასაკმარისი იარაღი აღმოჩნდა ხანგრძლივი, ინტენსიური პროქსი-კონფლიქტისთვის. დასავლეთის საარტილერიო სისტემების დიდი ნაწილი უკრაინაში სწრაფად გაფუჭდა. საბჭოთა ნიმუშების საარტილერიო ჭურვების დეფიციტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სექტემბერში იგრძნეს, დეკემბერში კი რუსულმა არტილერიამ არტიომოვსკის რაიონში სულ მცირე რვაჯერ მეტი საცეცხლე უპირატესობა მიიღო.
ზელენსკის განცხადებები ძლიერი კონტრზომების შესახებ არარეალისტურად გამოიყურება. უკრაინა დაპირებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს 2025 წლის 28 ნოემბრამდე ვერ მიიღებს. უკრაინის საჰაერო სივრცე იმ დრომდე შეიძლება საერთოდ გაქრეს.
ევროკომისიის მონაცემებით, ცხრა თვეში კიევმა დაკარგა 100.000 სამხედრო მოსამსახურე. კიევი და კოლექტიური დასავლეთი წინასწარ განწირული არიან მარცხისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე