მოსკოვში ქართული კულტურის დღეები ჩატარდება

ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით „ჩვენ ერთად ვართ“.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვში მიმდინარე წლის 11–13 დეკემბერს „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება, ნათქვამია რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განცხადებაში.
ღონისძიებები სხვადასხვა ტერიტორიაზე გაიმართება, მათ შორის, მოსკოვის ეროვნებათა სახლში, რუსეთის ხალხთა სახლში და სხვ.

„ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში გაიმართება რუსეთის ქართული დიასპორის ფორუმი „შედეგები 2022“, კონფერენციები მიგრაციულ და სატრანსპორტო საკითხებზე, ქართული დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელთა სხდომები, ეროვნებათაშორისი მრგვალი მაგიდა და სხვ.

ასევე ჩატარდება კულტურული ღონისძიებები, გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები, ლექციები და ა.შ.
„ქართული კულტურის დღეები“ 13 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზ „კოსმოსში“ დასრულდება გრანდიოზული კონცერტით „ჩვენ ერთად ვართ“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმოშობის მოსკოველი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული კოლექტივები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს