მსოფლიო დღეს

გაერო პირობას დებს, რომ რუსი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ამსახველ ვიდეოს გამოიძიებს

Sputnik
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ვიდეოებს შეისწავლის, განაცხადა უკრაინის მოვლენების გაეროს საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მესემ პრესკონფერენციაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ მოვლენის შესახებ. იგი ფართოდ გაშუქდა. ცხადია, ახლა კომისია თავად სწავლობს ვიდეოს — მის ხარისხს, ავთენტიკურობას და სხვა მონაცემებს, რათა უფრო ღრმად ჩაწვდეს ამ საკითხს. ასე რომ, [ვიდეოზე] გამოძიება მიმდინარეობს“, — თქვა მესემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმაც, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინაში ტყვეთა დახვრეტის ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტით 18 ნოემბერს გავრცელდა, აღბეჭდილია ლუგანსკის სოფელ მაკეევკაში ადამიანების დახვრეტის ფაქტი, რომლებსაც რუსული სამხედრო ფორმა ეცვათ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.