ვულკანის შთამბეჭდავი ამოფრქვევა ჰავაიზე - ფოტო

ჰავაის ნაციონალურ პარკში ვულკანი მაუნა-ლოა ამოიფრქვა.
Sputnik
ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ამოფრქვევის მიგრაციის არანაირი ნიშნები არ არსებობს.
ვულკანოლოგები აცხადებენ, რომ ლავის ნაკადები მწვერვალზე რჩება და დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის.
1 / 9

ჰავაის კუნძულზე ვულკანი მაუნა-ლოა პირველად ამოიფრქვა 38 წლის განმავლობაში

2 / 9

ეს ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია მსოფლიოში

3 / 9

ლავა კალდერას ფარგლებს არ გაცდენია და მის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ შექმნია

4 / 9

თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, რომ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს

5 / 9

ჰავაის კუნძულზე და მის გარშემო წყლებში მოქმედებს გაფრთხილება ვულკანის ირგვლივ ფერფლის ამოფრქვევის შესახებ

6 / 9

ვულკანოლოგები მიიჩნევენ, რომ მაუნა-ლოას ამოფრქვევის ადრეული სტადია შესაძლოა იყოს ძალიან დინამიკური, ხოლო ლავის მდგომარეობა და მოძრაობა სწრაფად შეიცვალოს

7 / 9

ამიტომ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს

8 / 9

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 1843 წლიდან, როდესაც აღიწერა პირველი ამოფრქვევა, მაუნა-ლოა კიდევ 33-ჯერ ამოიფრქვა

9 / 9

ბოლო ამოფრქვევა 1984 წელს მოხდა. მაშინ ლავამ უახლოეს ქალაქ ჰილომდე ვერ მიაღწია, რომელიც ვულკანიდან 8 კილომეტრში მდებარეობს