თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძრის პროვოცირება შეიძლება თვითონ გარდაცვლილს მოეხდინა.
თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 55 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ეწეოდა სიგარეტს. სწორედ ჩაუმქრალ სიგარეტს ასახელებენ მეზობლები აალების შესაძლო მიზეზად, რომელიც მოგვიანებით ორ მეზობელ სახლზე გავრცელდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დანიშნულია რიგი ექსპერტიზები.