სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისტორიული თაღი ჩამოინგრა

უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გუშინ ჩამოინგრა.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ქალაქის თაღი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, ნათქვამია სიღნაღის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მუშაობდნენ შსს-ს წარმომადგენლები. რაიონში რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

„სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიღნაღის თაღი უდიდესი ისტორიული ძეგლის – ქალაქის გალავნის ნაწილია, რომელიც, ისტორიკოსების ცნობით, ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით 1762 წელს აშენდა.
სიღნაღის ციხე–გალავანი
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გალავნის სიგრძეა 4,5 კილომეტრი. გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს