მებაჟეებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ამოღებული ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 164 ათას ლარს აღემატება.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამართალდარღვევის ფაქტი „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეს 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში ჰქონდა დამალული.
ამოღებული ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 164 ათას ლარს აღემატება. შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.