ლავროვი: ევროპამ თავისი უსაფრთხოება აშშ-ს დაუქვემდებარა

Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი − Sputnik. ევროპამ თავისი უსაფრთხოება შეერთებულ შტატებს დაუქვემდებარა, ჩვენ ასეთი უსაფრთხოება არ გვჭირდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

„ისინი უკვე ცდილობენ უსაფრთხოების რუსეთისა და ბელარუსის გარეშე აგებას, მაგრამ მათ ახლა ერთმანეთში მოლაპარაკება სჭირდებათ. მაკრონი სასწრაფოდ გაფრინდა ვაშინგტონში საჩივლელად თუ მოსათხოვად. არ ვიცი, რით დამთავრდება ეს, მაგრამ ჩვენ ასეთი უსაფრთხოება არ გვჭირდება“, − აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

მისი თქმით, „ევროპის მთელი უსაფრთხოება ახლა მთლიანად ექვემდებარება აშშ-ს“.
პრესკონფერენციაზე ლავროვი ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ეუთოს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ევროპაში უსაფრთხოების სივრცე საბოლოოდ ფრაგმენტირდება, ხოლო თავად ეუთო, რბილად რომ ვთქვათ, მარგინალურ ორგანიზაციად ყალიბდება“.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, ბოლო წლებში ეუთოს თავმჯდომარეებს „ამ ნეგატიური ტენდენციის გარდატეხის“ სურვილი არანაირად არ გამოუმჟღავნებიათ.