თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ზურგის ტკივილი მას აღარ აწუხებს, უამბო იტალიურ მედიას გუნდის ექიმმა რაფაელე კანონიკომ.
კვარაცხელიამ ტრავმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში 2 ნოემბერს მიიღო. ნახევარმცველმა სერია А-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა „ატალანტის“, „ემპოლისა“ და „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ასევე ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და მაროკოს ნაკრებებს შორის.
„კვარა უკვე დაბრუნდა გუნდში, ის მზად არის სრული დატვირთვისთვის. ზურგის ტკივილმა გაუარა. ოსიმენიც აღდგა ზურგის ტრავმის შემდეგ“, – განუცხადა კანონიკომ გამოცემა Il Napolista-ს.
ექიმის თქმით, ხვიჩა შეძლებს გუნდის დახმარებას სერია А-ს მატჩში „ინტერის“ წინააღმდეგ 4 იანვარს.
ქართველმა ლეგიონერმა უკვე გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა სერია А-სა და ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში. გარდა ამისა, მან გუნდისთვის სამი 11-მეტრიანი გამოიმუშავა.