ჩხუბი და სროლა აღმაშენებელზე: არიან დაკავებულები

აღმაშენებლის გამზირზე ნასვამი მამაკაცები ერთ-ერთი კვების ობიექტის მზარეულსა და დირექტორს ეჩხუბნენ.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამი მამაკაცები ჯერ კვების ობიექტის მზარეულს, შემდეგ კი დირექტორს ეჩხუბნენ.
ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.