დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები: ბრაზილიაში ტრასაზე მეწყერი ჩამოწვა - ვიდეო

მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის სამხრეთში, პარანას შტატში საავტომობილო გზატკეცილზე მეწყერი ჩამოწვა.
Sputnik
ხელისუფლების მონაცემებით, ოცამდე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი მოყვა მეწყერში, რასაც წინ უძღოდა კოკისპირული წვიმა.
მაშველები აცხადებენ, რომ უამინდობა და რთულად მისადგომი ადგილი სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
მეხანძრეების ცნობით, დაკარგულად მიიჩნევა 30-დან 50-მდე ადამიანი. მათ საძებნელად გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები სითბური კამერებით.