ოლიმპიელები, არტისტები და ბალეტი ყინულზე: მოსკოვის უნივერმაღთან ყინულის მოედანი გაიხსნა

მოსკოვში წითელ მოედანზე ყინულის მოედნის ტრადიციული გახსნა მოეწყო.
Sputnik
ახალი წლის წინ მოსკოვის უნივერმაღის წინ ტრადიციულად გაიხსნა ყინულის მოედანი, სადაც ათობით ათასი ადამიანი იყრის თავს. მას ყოველ წელს მხიარულ და საზეიმო ვითარებაში ხსნიან.
1 / 12

წითელ მოედანზე ყინულის მოედანი უკვე მეჩვიდმეტედ გაიხსნა

2 / 12

პირველმა სტუმრებმა იხილეს ფრაგმენტი ტატიანა ნავკას ახალი სპექტაკლიდან „შაჰრაზადას სიყვარულის ისტორიიდან“

3 / 12

წარმოდგენისათვის დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ემზადებოდნენ

4 / 12

მასში მონაწილეობენ ფიგურისტები, ოლიმპიური ჩემპიონები კამილა ვალიევა, ნიკიტა კაცალაპოვი და ვიკტორია სინიცინა

5 / 12

„ეს ულამაზესი, ყველასთვის საყვარელი ზღაპარი „ათას ერთი ღამეა“, რომელიც ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს, - აღნიშნა ნავკამ. - სწორედ მის მოტივებზე შევქმენით „შაჰრაზადას სიყვარულის ისტორია“

6 / 12

პერსონაჟები სპეციალურად შოუს მონაწილეების მიხედვით შეიქმნა. მაგალითად, კამილა ვალიევას გმირი სიკეთისა და სიყვარულის ღმერთია

7 / 12

წარმოდგენის ტექსტი წაიკითხეს რუსმა არტისტებმა: ფილიპ კირკოროვმა, ჟასმინმა, ტიმურ როდრიგესმა და ვალერიამ

8 / 12

ფიგურისტი კამილა ვალიევა ყინულის მოედნის გახსნაზე

9 / 12

აქ ასევე გაიხსნა ბაზრობა, სადაც მუშაობს კარუსელები, იყიდება ნუგბარი და სუვენირები

10 / 12

2022 წლის საახალწლო ბაზრობა წითელ მოედანზე

11 / 12

ყინულის მოედანი დაახლოებით 6 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყო

12 / 12

მოედანი ყოველდღე 10.00-დან 23.00 საათამდე იმუშავებს. სამუშაო დღეებში პირველი ოთხი სეანსი უფასო იქნება, თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათია