საქართველოს ღირსშესანიშნაობები: არმაზის ციხე და ოლღას მონასტერი - ფოტო

არმაზის ციხე XIII-XV საუკუნეებში აიგო. ის შედგება გუმბათისა და გალავნისგან.
Sputnik
მიუხედავად იმისა, რომ ციხე-სიმაგრე ძლიერ არის დაზიანებული, ტურისტებისთვის მაინც ძალიან მიმზიდველია.
1 / 21

ციტადელი კლდოვან მაღლობზე მდებარეობს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება

2 / 21

მასთან მისვლა არცთუ ისე რთულია, თბილისიდან ის რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს

3 / 21

არმაზის გადასახვევიდან უნდა გავყვეთ რკინიგზას, სადაც შეგვხვდება მოყვითალო ნიშნული

4 / 21

გზის სიგრძე სულ ორი კილომეტრია, თუმცა ბილიკი ტყესა და მთაში გადის, ამიტომ სასურველია სალაშქროდ მომზადება

5 / 21

გზა ძირითადად მდინარეს მიუყვება, ხანდახან კი კვეთს კიდეც მას. თუმცა წყალში გავლა არ გვიწევს, ვინაიდან მისი გადაკვეთა ქვებზე გადაბიჯებით არის შესაძლებელი

6 / 21

გზად გვხვდება ადგილები, სადაც ტურისტები ისვენებენ ხოლმე. თბილ ამინდში აქ ხშირად მართავენ პიკნიკებს

7 / 21

თუმცა აქაურობა ზამთარშიც ძალიან ლამაზია

8 / 21

ზოგიერთი ადგილი ზღაპრულ სცენებსაც მოგვაგონებს

9 / 21

აქ ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით სანახაობრივ ხედებს

10 / 21

ციხისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება არმაზის სამონასტრო კომპლექსიც. ახლა აქ მამათა მონასტერია

11 / 21

აქ გარკვეული წესები მოქმედებს, რომლებიც შესასვლელში გამოკრულ დაფაზეა დატანილი

12 / 21

სამონასტრო კომპლექსი XII საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და შედგება ეკლესიისგან, სენაკებისგან, სამარხისა და სამრეკლოსგან

13 / 21

მონასტრის ადგილმდებარეობა ტყეს, მთებსა და წყალსაცავს შორის ამ ადგილს კიდევ უფრო ალამაზებს

14 / 21

არმაზის ციხის მახლობლად სხვა ღირსშესანიშნაობებსაც ვხვდებით, მაგალითად, ოლღას მონასტერს

15 / 21

ის ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. მონასტრამდე მისვლას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება

16 / 21

რკინიგზის მშენებლობისას ინჟინერმა გორნიჩმა აღმოაჩინა ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი. ინჟინრის თვითმკვლელობის შემდეგ მისმა მეუღლე ოლღამ 1891 წელს ამ ადგილზე მონასტერი ააგო

17 / 21

პირველი ეკლესია ოლღას მონასტრის ადგილზე VI საუკუნეში აიგო. ის არაერთხელ დაუნგრევიათ და აღუდგენიათ. ეკლესიის უკან მდებარეობს პატარა სასაფლაო, სადაც მონაზვნები განისვენებენ

18 / 21

მის სიახლოვეს დგას სახლი და სენაკები, თუმცა ამ ტერიტორიაზე მოსახვედრად კურთხევაა საჭირო

19 / 21

არმაზის ციხისა და ორი მონასტრის ნახვა ერთ დღეში სავსებით შესაძლებელია

20 / 21

მთავარია მოხერხებული ფეხსაცმელი, კომფორტული სამოსი და სასუსნავების მომარაგება

21 / 21

სწორედ აქ შეგიძლიათ თბილისთან ძალიან ახლოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსოთ