თბილისის ცენტრში ათასობით ოჯახი გაზის გარეშე დარჩა

კომპანიის ცნობით, ავარიის ლიკვიდაციისთვის სამუშაოები 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება დღეს მთაწმინდის რაიონში 17 ათასამდე აბონენტს შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია Tbiilisi Energy.
კომპანიის ცნობით, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს, 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამე გაგრძელდება.
აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.