მოსაზრება: ნატო უკრაინაში მარცხდება

Sputnik
უკრაინის კონფლიქტმა გამოავლინა რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტისთვის დასავლეთის, ანუ პენტაგონისა და ნატოს ტექნოლოგიური მოუმზადებლობა.
ალიანსის მხრიდან კიევის სამხედრო დახმარება ჩიხშია დასავლეთის არსენალის შეზღუდული რაოდენობის გამო. ყველაზე კრიტიკულია ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს სტანდარტების არტილერიისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდების მხრივ. იწურება 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მარაგი, თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები არ ჰყოფნით თავად ნატოს ქვეყნებს.
რუსული ფრთოსანი რაკეტები კი უნაკლოა. ეს 25 ნოემბერს სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Ту-160-ებმა გამანადგურებლების МиГ-31-ების თანხლებით ნატოს სამხრეთ საზღვრებთან 13-საათიანი გეგმური ფრენით დაამტკიცეს. აშშ და მათი მოკავშირეები, ყოველი შემთხვევისთვის, ოცდაოთხი საათის განმავლობაში რუსული ბირთვული ტრიადის თვალსაწიერში იმყოფებიან.
ალიანსმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს გაფართოების უაზრობა. რუსული ჯარი მოწინააღმდეგეს რამდენიმე მიმართულებით უტევს. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს დაქირავებული მეომრების დანაკარგის იგნორირება დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეუძლებელია. სამხედრო ექსპერტმა, აშშ-ის ჯარის გადამდგარმა ოფიცერმა დუგლას მაკგრეგორმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი 100 000 დახოცილი და ასობით ათასი დაჭრილი მებრძოლით შეაფასა.
ცხრა თვეში უკრაინაში დაიღუპა 1200 პოლონელი დაქირავებული მებრძოლი.

რუსეთის სტრატეგიული დარტყმები

დასავლეთში ესმით, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე სტრატეგიული ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის, რომელიც მეთოდურად ანადგურებს კიევის სამხედრო მართვის სისტემას და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სხვა ობიექტებს მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა ცხრა თვეში დათვალეს 4000-ზე მეტი ასეთი დარტყმა. ამ სტატისტიკაში არ შედის რაკეტები Х-59, С-300, დრონები და რეაქტიული ჭურვები.
ნატოს ყველა მცდელობა, შექმნას უკრაინაში ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, უშედეგოა. დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები რაოდენობითა და ხარისხით არ იძლევა საშუალებას, საიმედოდ იქნეს დაცული ალიანსის ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის მნიშვნელოვანი ობიექტები ფრთოსანი რაკეტებისგან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული „გამოთიშვის“ ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვის პირობების შესრულება: უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რუსეთის არსებული საზღვრების ცნობა.
დასავლეთს ეწურება შეიარაღება კიევისთვის, მიწოდებული იარაღი კი სწრაფად გამოდის მწყობრიდან. პოლონეთის ელჩმა ნატოში ტომაშ შატკოვსკიმ ისაუბრა ბევრი ქვეყნის სამხედრო საწყობების დაცარიელებასა და დაღლილობაზე უკრაინის გამო.
პენტაგონი და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ აწვდიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართულ ჭურვებს Excalibur-სა და რაკეტებს Brimstone-2-ს. ამერიკული კომპანია Boeing გეგმავს 2023 წლის გაზაფხულზე კიევისთვის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების GLSDB-ის გადაცემას. და მაინც უკრაინის იმედები რუსეთთან ბრძოლაში დასავლეთის უსასრულო მხარდაჭერისა მყარ საფუძველს მოკლებულია. კიევმა უკვე შეასრულა ევროკავშირისა და რუსეთის ეკონომიკური კავშირების დამანგრეველის როლი - ვაშინგტონის სასარგებლოდ.
პენტაგონის ჰორიზონტზე მოჩანს - ახალი სამხედრო კონფლიქტი ტაივანში და ევაკუაცია კიევიდან.

ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა

ბრიტანელმა ისტორიკოსმა ორლანდო ფიჯესმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან საუბრისას ასეთი პროგნოზი გააკეთა: „უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ძალიან დიდხანს გაგრძელდება და რუსეთის გამარჯვებით დასრულდება“. კრემლს აქვს „საკმარისი ნება, ფინანსები და ჰყავს მოკავშირეები, რათა გააგრძელოს იმდენხანს, რამდენხანსაც დასჭირდება“.
ბრიტანული გაზეთი Guardian იუწყება, რომ ევროპას „უზარმაზარი ჰუმანიტარული და მიგრაციული კრიზისი ელის“ და უკრაინამ შესაძლოა აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა დაკარგოს.
ვაშინგტონში იხილავენ უკრაინის კონფლიქტის დასრულებას აშშ-ის ნატოდან გამოსვლის გზით. კიევისთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი სიგნალი - ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის, მწერლის, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროინდელი გენერალური პროკურორის ყოფილი მრჩევლის, იურის ბრიუს ფეინის პრაქტიკული წინადადება 25 ნოემბრის ცენტრისტულ გამოცემაში The Hill:
„კონგრესს შეუძლია, უკრაინაში ომს ბოლო მოუღოს და მიიღოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თუ მიიღებს კანონს ნატოდან შეერთებული შტატების გამოსვლის შესახებ და ორგანიზაციას გარდაქმნის ძლიერი შემტევი მუხიდან პაწაწინა რკოდ, რომელიც არ შეაწუხებს რუსეთს“. ფეინი ფიქრობს, რომ ნატო აშშ-ის გარეშე - არის „ქაღალდის ვეფხვი“, რომელიც რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს - არც უკრაინასთან ერთად, არც მის გარეშე. მეორე მხრივ, „უკრაინაში ომი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და გამოფიტოს აშშ წელიწადში 100 მილიარდი დოლარის რიტმში“. ასეთი მოსაზრებები ამერიკულ პრესაში უმიზეზოდ არ იბეჭდება.
როგორც ჩანს, გარკვეულმა „ძალის ცენტრებმა“ ვაშინგტონში უკვე მიიღეს ევროპული რესურსები, მრავალწლიანი შეკვეთები და მზად არიან, დააფიქსირონ მოგება პერსპექტივაში არამომგებიანი უკრაინული კონფლიქტიდან გამოსვლით. საინტერესოა, რას ფიქრობენ ევროპელები?
გერმანიის მემარცხენე პარტიის დამფუძნებელმა ოსკარ ლაფონტენმა 27 ნოემბერს Deutsche Wirtschafts Nachrichten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპელებს უწევთ საფასურის გადახდა „ვაშინგტონის გიჟური ელიტების სახელმწიფოებრივი ამბიციებისა“ და ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების სიმხდალის გამო. „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქება - „არის ომის გამოცხადება გერმანიისთვის“ აშშ-ის მხრიდან, რომელმაც რუსეთთან ბრძოლაში უკვე მოიმტვრია კბილები“. ნატო „მოძველდა“ და ლაფონტენი უსაფრთხოების ახალი ევროპული არქიტექტურის შექმნის, ბირთვული იარაღის და რამშტაინის სამხედრო ბაზის თავიდან მოშორებისა და გერმანიიდან ამერიკული ჯარის გაძევების წინადადებით გამოდის.
როგორც ჩანს, ევროპაში საღად მოაზროვნე ადამიანები, გარკვეული პოლიტიკური ძალები, არა მხოლოდ მზად არიან - ისწრაფვიან „ჰეგემონთან“ განშორებას. მხოლოდ ლეგიტიმურად უნდა გაფორმდეს ევროპელი მოკავშირეების პენტაგონთან „განშორება“ და უკრაინა სამართლიანად დანარჩენებზე მეტს გადაიხდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე