დიდი მეწყრის ჩამოწოლის შედეგები იტალიაში - ფოტო

გადაუღებელი წვიმების გამო იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის მახლობლად მდებარე კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Sputnik
სტიქიური უბედურების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა მინიმუმ 13 ადამიანი, მათ შორის ჩვილი ბავშვი.
მეწყერმა გაანადგურა რამდენიმე სახლი. ტალახის ტალღებმა დატბორა ქალაქის ქუჩები და დააზიანა უამრავი ავტომობილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პარასკევს ისკიაზე 120 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.
1 / 8

იტალიის კუნძულ ისკიაზე გიგანტური მეწყერი ჩამოწვა

2 / 8

ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კოკისპირული წვიმა გახდა

3 / 8

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის თანამშრომლები და კარაბინერები

4 / 8

მანამდე მათ შეძლეს გადაერჩინათ მამაკაცი, რომელიც ტალახის ტალღაში მოყვა

5 / 8

კუნძულზე მძიმე ვითარებაა

6 / 8

ტალახის ზვირთებმა გაანადგურა ათამდე შენობა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი იზოლირებული აღმოჩნდა საკუთარ სახლში

7 / 8

მერმა ენცო ფერანდინომ მომხდარს ტრაგედია უწოდა

8 / 8

და კუნძულის მკვიდრებს მოუწოდა, სახლებიდან გამოვიდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში