თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,13%-ით გაიზარდა და 88,67 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,52%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,04%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,26% მოგებით 100,5 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,79 პუნქტის ფასით, 10,58% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,53%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,52%-ით გაიზარდა 80,37 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 8,51%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 0,2%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 25,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 528 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 24,6–25,9 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 0,13%-ით და ერთ აქციაზე 7,44 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 193 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,4–7,68 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში არ შეცვლილა 21,8 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 497 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 19,66–22,7 ფუნტის დიაპაზონში.