არქეოლოგიური სენსაცია: პერუში უაკა-პინტადას ფრესკა აღმოაჩინეს - ფოტო

საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაკარგული ფრესკა კვლავ აღმოაჩინეს პერუს ჩრდილოეთში.
Sputnik
შვეიცარიელმა არქეოლოგმა ფრიბურის უნივერსიტეტიდან სემ გავამიმ პერუელ სტუდენტებთან ერთად აღმოაჩინა 30-მეტრიანი კედელი, რომელზეც გამოსახულია უაკა-პინტადას ფრესკა.
1 / 12

უაკა-პინტადა პირველად 1916 წელს აღმოაჩინეს სამარხების მძარცველებმა

2 / 12

მათ კედლის ნაწილი დაანგრიეს მას შემდეგ, რაც ნაპოვნის ძარცვა აეკრძალათ

3 / 12

შემდეგ ამ ადგილის შესახებ ცნობები დაიკარგა

4 / 12

საუკუნეზე მეტი გავიდა, სანამ შვეიცარიელი და პერუელი არქეოლოგების გუნდმა გადაწყვიტა ამოეხსნა საიდუმლო და თავიდან ეპოვა დაკარგული ფრესკა

5 / 12

ის მოხატულია ფანტასტიკური ნახატებით, გამოსახულებებითა და მითიური სცენებით

6 / 12

შვეიცარიელმა არქეოლოგმა და პერუელმა სტუდენტებმა ფრესკა ხელახლა იპოვეს

7 / 12

მათი თქმით, უმთავრესი პრობლემა იყო იმ მიწაზე შესვლა, რომელიც კერძო საკუთრებაა

8 / 12

გათხრების აუცილებლობაში მიწის მეპატრონეების დარწმუნებას ორი წელი დაჭირდა

9 / 12

მეცნიერთა გუნდმა კვლევები 2019 წელს დაიწყო

10 / 12

პანდემიის გამო მათ 2020 წელს საქმიანობა შეწყვიტეს და მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში განაახლეს გათხრები

11 / 12

გუნდმა ასევე აღმოაჩინა 11-12 მეტრის სიგრძის პანელები, რომლებიც თავის დროზე მაროდიორებმა ვერ იპოვეს

12 / 12

პანელებზე გამოსახულია მოჩიკას და ლამბაეკეს იკონოგრაფიის ნარევი. მოჩიკას ცივილიზაცია ჩვენი წელთაღრიცხვის 100-700 წლებში იყო განვითარებული