თბილისში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - ტელეარხი „მთავარი“