რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ამ ესპანურ კლუბში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი ტედ მაკფადენი.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მცველი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ კლუბ „მურსიაში" გააგრძელებს.

„ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი 21 წლისაა, სიმაღლე 193 სანტიმეტრი. იგი გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, რომელსაც იყენებს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში", – ნათქვამია ესპანური კლუბის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდრონიკაშვილმა „მურსიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა – მისი გაგრძელების პერსპექტივით.
ამ ესპანურ კლუბში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი ტედ მაკფადენი.
2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ Creighton Bluejays-თან. თუმცა, 2020 წლის ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო კალათბურთელმა მთელი სეზონი გამოტოვა.
2022 წლის აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ კალათბურთელი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. „მურსია“ ესპანეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-11 ადგილზეა.