თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში მობილური ტელეფონების უკანონო შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. მებაჟეებს სამართალდარღვევის ფაქტზე ეჭვი გაუჩნდათ და ბარგის შესამოწმებლად პაკისტანის მოქალაქე გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ უცხოელის ბარგში 27 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი იყო.
საქონლის საერთო ღირებულებამ 41.646 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.