თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გაორმაგდება და 2023 წლის 1 იანვრიდან 2 ათასი ლარი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემური იყო.
„ამ საკითხის გადაჭრა პარლამენტშიც მთხოვეს. განვიხილეთ საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამას გარდა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.